"ოცნება" გახარიას პარტიას: მადლობა გაქვთ სათქმელი, უფლება მოგეცით და აქ სხედხართ

28.10.25 13:25
"ოცნება" გახარიას პარტიას: მადლობა გაქვთ სათქმელი, უფლება მოგეცით და აქ სხედხართ

გახარიას გუნდის წევრებს, რომლებიც ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში შევიდნენ, სხდომაზე "ოცნების" კრიტიკის მოსმენა მოუწიათ. ივანიშვილის პარტიის წევრებმა მათ უთხრეს, რომ "მაადლობა აქვთ გადასახდელი იმისთვის, რომ პარლამენტში შესვლის უფლება მიეცათ". 

პოლიტიკური განცხადებების დრო ძირითადად დაეთმო „ქართულ ოცნებას“ და „გახარია - საქართველოსთვის“ წევრების ურთიერთბრალდებებს იმის შესახებ, თუ რომელი ძალა უფრო წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“.

შალვა პაპუაშვილმა „გახარია - საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას „მნიშვნელოვანი და მისასალმებელი“ უწოდა.

„მართალია დაგვიანებით, ერთი წლის თავზე, თუმცა ერთი პოლიტიკური პარტიამ აღიარა ხალხი ნება, დემოკრატია და შეუდგა სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას. სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა პარტიამ უკან დასახევი ხიდები დაიწვა და შეიძლება, დღეს ძალიანაც უნდოდეთ პარლამენტში ყოფნა, თუმცა ამის შესაძლებლობა თავადვე მოუსპეს, უპირველეს ყოვლისა საკუთარ ამომრჩევლებს. თქვენთან დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია დეპუტატის ფიცი, რომლის დადებაც ერთი წლით დაგაგვიანდათ, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და გთხოვთ მოაწეროთ ხელი და შემდეგ გადასცეთ საორგანიზაციო და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტს იმისთვის, რომ შენახული იყოს. გისურვებთ, ამ ფიცის ერთგულად შეგესრულებინოთ სადეპუტატო უფლებამოსილება“, — მიმართა მათ შალვა პაპუაშვილმა.  

ირაკლი კრიცხალიამ ოპონენტებს უთხრა, რომ 3 წლის განმავლობაში მოუწევთ მუდმივად თავის მართლების რეჟიმში იყვნენ იმის დასამტკიცებლად, რომ "ნაცები" არ არიან.

მადლობა გაქვთ გადასახდელი უმრავლესობის თითოეული წევრისთვის, რომ საერთოდ მოგეცით უფლება, დღეს აქ სხედხართ და დღეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატები გქვიათ, მაგრამ ასევე გახსოვდეთ ერთი ძალიან მკაფიოდ და ნათლად, რომ ჩვენ პატივი ვეცით იმ ამომრჩეველს, რომელ ამომრჩეველსაც თქვენ ატყუებდით არჩევნებამდე, რომ თითქოს წარმოადგენდით რაიმე განსხვავებულ პოლიტიკურ ძალას. ერთი გახსოვდეთ, რომ დღეიდან 3 წლის განმავლობაში მოგიწევთ ყოველდღე თავის მართლება, რომ თქვენ არ ხართ ნაცები, - თქვა დღეს ირაკლი კირცხალიამ. 

გახარიას გუნდისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა დღეს ლევან მაჭავარიანი. ივანიშვილის გუნდის წევრმა ოპოზიციის წევრები მოქალაქეების მოტყუებაში და გარე ძალების დირექტივების შესრულებაში დაადანაშაულა. 

ასეთი ფრაზა მახსენდება ბატონი ოტია იოსელიანის: მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, იგი მაშინ თავის ღალატსაც ღალატობსო. ეს ბატონ გახარიას შეეფერება, რომელიც გვმოძღვრავს უცხოეთიდან. ოდნავ მაინც არ გერიდებათ მოქალაქეები რომ შეცდომაში შეიყვანეთ და თვენახევარი რომ აპროტესტებინეთ და აძახებინეთ "რუსული კანონი"? ამან ხომ ოჯახებშიც დაპირისპირება გამოიწვია? ამან სამეგორბოებში დაპირისპირება გამოიწვია? და რა აღმოჩნდა იმ კანონში რუსული?დეკლარაციის შევსება? რატომ ვერაფერს ვამბობთ? მაგაზე ბოდიში გაქვთ თქვენ მოსახდელი. ყველამ იცის, რომ თქვენ დამოკიდებულები ხართ გარე ინსტრუქციებზე და ქართველებს ასეთი პარტია არ აწყობთ და არასდროს შეეგუებიან, - თქვა ლევან მჭავარიანმა.  

ფოტო: IPN.GE 

მსგავსი სიახლეები