პირველი განცხადება ორთვიანი იზოლაციის შემდეგ - ლევან ხაბეიშვილი 4 ოქტომბერზე საუბრობს
პირველი განცხადება ორთვიანი იზოლაციის შემდეგ - ლევან ხაბეიშვილი სასამართლო სხდომაზე 4 ოქტომბერზე საუბრობს და დეტალურად განმარტავს, თუ რას ნიშნავს "მშვიდობიანი დამხობა" და რა მიზანი ჰქონდათ აქციის ორგანიზატორებს.
ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თქმით, 4 ოქტომბერს ჰქონდა თავისი სლოგანი, რაც ჩვეულებრივი პროცესია და ამის გამო არ შეიძლება ადამიანი პასუხისგებაში მიეცეს და დაისაჯოს.
- ცნობისთვის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილს ბრალად სწორედ პოლიტიკური განცხადებები ედება.
თურმე აქციას პროაქტიულად ვუჭერდი მხარს, ამოიღო სიტყვა დამხობა და ბრალი წამიყენა... მე თუ ვიტყოდი, რომ მე არ მომწონს ეს კონსტიტუციური წყობილება, ეს კონსტიტუციური წყობილება არის შესაცვლელი, ხალხო შევიარაღდეთ. კი ბატონო, ეს იქნებოდა დამხობის მცდელობა, მაგრამ როცა საუბარია აქციის სახელმწოდებაზე - "ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობა" და პოლიტიკოსებს გვჩვევია, როცა ვირუსულად გვინდა რამის გაგრძელება, ვიფიქრებთ სლოგანებს.
როცა ვამბობთ ცეცხლი ოლიგარქიას, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ცეცხლი უნდა მივუნთოთ და დავწვათ
როცა ვამბობთ, რომ სისტემა უნდა დაინგრეს, თქვენ გგონია პერფერატორით ხომ არ უნდა მივადგეთ და დავანგრიოთ სისტემა? ცხადია არა.ვამბობდი, რომ მშვიდობიანი აქცია იქნება-მეთქი და რა გინდათ, მომედავოთ? დაკავებული ვიყავი და 4 ოქტომბერზე რა გავლენა უნდა მომეხდინა?
11 სექტემბრიდან დაკავებული ვარ, ჩემს სლოგანზე უკვე ვისაუბრე, აქციას მხარს ვუჭერდი, 11 სექტემბრიდან ბევრი რამ შეიცვალა, ტელევიზორში ვნახე, რომ აქცია თავისუფლების მოედანზე იყო, დიახ, მშვიდობიანი.
გავიდა ეს 4 ოქტომბერი. ალბათ, მოსამართლემ რომ მიიღოს გადაწყვეტილება, უხერხულადაც ვიგრძნობ თავს, გარეთ რომ ვიყო. უმძიმესია, ჯოჯოხეთია საკანში ყოფნა, მაგრამ ადამიანურად და მორალურად შეიძლება უფრო მეტი პრობლემა შემექმნას.
საუბარი იყო პროკურატურის მხრიდან თანამშრომლობა და მტკიცებულებითი ნაწილიო - სადმე უარვყავი ჩემი საჯარო განცხადებები? ეს სადაო არ გამიხდია, არც ერთ ვიდეო, რაც მოიტანეთ, არ უარმიყვია, რომ ჩემი ხმა არაა, ან რამე.
რისი აღიარება გინდათ? სადმე არის სიტყვა რომ არაკონსტიტუციურად, ძალადობრივად უნდა მოვიქცეთო, ვამბობდი?“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.
- ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დადგენილებაში წერს, რომ ლევან ხაბეიშვილს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება ეკრძალება.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილის განცხადების აუდიო ჩანაწერი ტელეგრამზე ვრცელდება.