რომელი პარტიების აკრძალვას ითხოვს "ოცნება" - სია ცნობილია
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს.
განცხადება შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
ივანიშვილის გუნდი საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას ითხოვს:
- "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
- კოალიცია "ცვლილებისთვის"
- "ძლიერი საქართველო"
აღსანიშნავია, რომ „ოცნება“ არ მოითხოვს საკრებულოებში „ლელოს“ არჩეული დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტას. ივანიშვილის გუნდის საკონსტიტუციო სარჩელით, „დამოუკიდებელი წევრები“ გახდებიან.