პარტიები, რომლის აკრძალვასაც "ოცნება" არ ითხოვს
ცნობილი ხდება პარტიების სია, რომელიც არ აიკრძალება. საუბარია შემდეგ პოლიტიკურ გაერთიანებებზე:
- "ფედერალისტები";
- "დროა";
- "გირჩი მეტი თავისუფლება
- "გირჩი";
- "გახარია - საქართველოსთვის" [ექსპრემიერის პარტიამ დღეს, 28 ოქტომბერს დაიწყო საპარლამენტო საქმიანობა]
- "სტრატეგია აღმაშენებელი"
- "ევორპული საქართველო"
- "ალტ ინფო"
- პატრიოტთა ალიანსი"
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, აღნიშნული პარტიების აკრძალვის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ იკვეთება. მისივე თქმით, საკითხი დღის წესრიგში შესაძლოა, დადგეს იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული პარტიები პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა „ელენე ხოშტარია - დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“, რომლებიც სინამდვილეში „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ შემადგენლობაში არიან, თუმცა, ფორმალურად, დამოუკიდებელ პარტიებადაც არიან რეგისტრირებული, აგრეთვე „კი ევროპას - სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები. თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად, მათი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით არსებითი გავლენა, მათ შორის, საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ", - განაცხადა პაპუაშვილმა.