ევონესტის საპარლამენტო ასამბლეა "ოცნების" კრიტიკით დაიწყო

28.10.25 15:46
ევონესტის საპარლამენტო ასამბლეა "ოცნების" კრიტიკით დაიწყო

ერევანში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა, რამდენიმე საათის წინ, გაიხსნა. ევრონესტის ისტორიაში პირველად, ოფიციალურ შეხვედრას საქართველოს დელეგაცია არ ესწრება. 

ევროპარლამენტარებმა ასამბლეის გახსნისას აღნიშნეს, რომ "ქართული ოცნების" დემარში გაუმართლებელია. 

რასა იუკნევიჩიანეს განცხადებით, ასეთი შეფასებების წაკითხვა ქვეყნის შესახებ, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში წამყვანი იყო "ძალიან მტკივნეულია. 

ევრონესტის ისტორიაში პირველად, ოფიციალურ შეხვედრებზე აქ ქართველები არ გვყავს, ეს ასამბლეა არის პლატფორმა არა მხოლოდ სიტუაციის შესაფასებლად, არამედ ერთმანეთის დასახმარებლად ერთსა და იმავე ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად, ამ ბოროტების სახელია კოლონიური იმპერიალისტური რუსეთის ფედერაცია. 

მაგრამ მეორე მხრივ, გვყავს საქართველო. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ჩვენს ანგარიშებში იმის წაკითხვა, თუ რა ხდება ადგილზე. ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ასეთი შეფასებების წაკითხვა ქვეყნის შესახებ, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში წამყვანი ქვეყანა იყო რეფორმებით და ყველაფრით, რასაც ვხედავდით. რა თქმა უნდა, არა მგონია, რომ ეს სამუდამოდ ასე იყოს და ჩვენს მომავალ ანგარიშებში პუნქტები არ შეიცვალოს," - განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ. 

 ერევანში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე დასასწრებად ოპოზიციის წარმომადგენლები ჩავიდნენ. 

მსგავსი სიახლეები