ეს ცირკი გაერთიანებისთვის დიდი შესაძლებლობაა - როგორ პასუხობს ენმ "ოცნების" სარჩელს

28.10.25 16:06
ეს ცირკი გაერთიანებისთვის დიდი შესაძლებლობაა  - როგორ პასუხობს ენმ "ოცნების" სარჩელს

"ერთადერთი, რაც ნამდვილად აიკრძალება, იქნებიან პაპუაშვილის და ივანიშვილის ამპსონები, რომლებიც ვეღარასოდეს შეძლებენ  ევროპულ სივრცეში შესვლას" - ასე პასუხობს ენმ-ს თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა "ოცნების" სარჩელს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.

ბოკუჩავა ამბობს, რომ "ოცნების" სარჩელი შეიძლება ახალი შესაძლებლობის შანსიც კი გახდეს - ენმ-ს ლიდერი ამ კონტექსტში ერთიანობასა და ერთიან წინააღმდეგობის მოძრაობაზე საუბრობს. 

არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილის კენგუროდ წოდებული საკონსტიტუციო სასამართლო რომელ პარტიებს გააუქმებს ან არ გააუქმებს. პარტია არის ადამიანების ერთობა, რომლებიც იბრძვიან ერთი მიზნის ირგვლივ. "ნაციონალური მოძრაობა" იბრძვის ევროპული დემოკრატიული საქართველოსთვის, სადაც მოქალაქეებს აქვთ თვითრეალიზაციის და კეთილდღეობის შანსი და ამ იდეისთვის ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მათ შორის იმ პარტიებთან ერთად, რომელსაც ივანიშვილი გაუქმებით ემუქრება. 

პირიქით, ეს შეიძლება გახდეს ახალი შესაძლებლობის შანსი იმისთვის, რომ დემოკრატიული, პოლიტიკური ძალები, ის ადამიანები, რომლებიც რეალურად ებრძვიან მოღალატე კრიმინალთა ბანდას და ებრძვიან ამ ქვეყნის უკეტესი მომავლისთვის, გავერთიანდეთ ერთიან ფრონტში, ერთიან წინააღმდეგობის მოძრაობაში და ჩვენი ერთიანობით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი. ასე რომ ეს მხოლოდ შესაძლებლობად შეგვიძლია ვაქციოთ. ერთადერთი, რაც ნამდვილად და უტყუარად აიკრძალება, იქნებიან პაპუაშვილის და ივანიშვილის სხვა ამპსონები, რომლებიც აიკრძალებიან ევროკავშირის ქვეყნებში და ვეღარასოდეს შეძლებენ თავისუფალ, ევროპულ სივრცეში შესვლას, რომლებსაც ასევე არ ასცდებათ სხვა ტიპის სანქციები", - აცხადებს თინა ბოკუჩავა. 

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით მოითხოვს არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს სამი ოპოზიციური პარტია: „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“.

მსგავსი სიახლეები