აქტივისტი თავზე გაკეთებული პირბადის გამო 5 ათასი ლარით დააჯარიმეს

28.10.25 16:03
აქტივისტი თავზე გაკეთებული პირბადის გამო 5 ათასი ლარით დააჯარიმეს

სამოქალაქო აქტივისტი მარიამ სიჭინავა მოსამართლემ 5 ათასი ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ პროევროპული უწყვეტი აქციების მონაწილე სოციალურ ქსელში წერს. 

მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, სიჭინავა დღესაც აქციაზე იდგება და ამბობს, რომ პირბადით შეიარაღებული წავა: 

მოსამართლე ირაკლი აბშილავამ ფსკერი ჩახვრიტა და თავზე გაკეთებული პირბადის გამო 5 ათასი ლარით დამაჯარიმა.
დღეს ისევ თავზე გაკეთებული პირბადით წარვსდგები აქციაზე.

მსგავსი სიახლეები