ზურაბიშვილი: „რუსულმა“ რეჟიმმა გადაწყვიტა აკრძალოს სამივე მთავარი ოპოზიციური პარტია - მიზანი საქართველოს რუსული ტიპის ავტორიტარულ რეჟიმამდე დაყვანაა

28.10.25 16:51
ზურაბიშვილი:  „რუსულმა“ რეჟიმმა გადაწყვიტა აკრძალოს სამივე მთავარი ოპოზიციური პარტია - მიზანი საქართველოს რუსული ტიპის ავტორიტარულ რეჟიმამდე დაყვანაა

საბოლოო ნაბიჯი საქართველოში არსებულ ტერორში! ყველა ინდივიდუალური და კოლექტიური თავისუფლების შეზღუდვის შემდეგ, „რუსულმა“ რეჟიმმა გადაწყვიტა აკრძალოს სამივე მთავარი ოპოზიციური პარტია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბისვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზანი საქართველოს რუსული ტიპის ავტორიტარულ რეჟიმად ქცევაა.

„მკაცრად ვგმობ ამ გადაწყვეტილებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რუსული ტიპის ავტორიტარულ რეჟიმამდე დაყვანას“, - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. ივანიშვილის პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“.

მსგავსი სიახლეები