სამეგრელოში არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით პენსიონერი დააკავეს

28.10.25 17:28
სამეგრელოში არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით პენსიონერი დააკავეს

სამეგრელოში 15 წლამდე გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედებისა და მუქარის ბრალდებით 72 წლის პენიონერი დააკავეს. 

ფაქტი "პირველებს" შს სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე და 151-ე მუხლით მიმდიბარეობსც რაც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას და მუქარას გულისხმობს.

ადგილობრივები “პირველებს“ უყვებიან, რომ ინციდენტი 4 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ის არასრულწლოვან გოგონას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა და აშინებდა, რომ ოჯახის წევრებს მოუკლავდა.

მას შემდეგ, რაც მეზობლებმა გაიგეს მომხდარი, კაცი აიძულეს სოფელი დაეტოვებინა, თუმცა, მან პოლიციას საჩივრით მიმართა და სოფლის დატოვების მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ადგილობრივები მოითხოვენ, რომ “კაცი სამუდამოდ ციხეში იყოს.“

 

მსგავსი სიახლეები