ეს ერთპარტიული დიქტატურის ჩამოყალიბებაა - გიგა ბოკერია პარტიების აკრძალვაზე
ერთპარტიული დიქტატურის ჩამოყალიბება -ასე ეხმაურება "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია "ოცენბის" სარჩელს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.
ბოკერია ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდის ეს გადაწყვეტილება "ოცნების" დამარცხებასთან ერთად დასრულდება.
- ბოკერიას პარტია დღეს "ოცნების" ასაკრძალ პარტიათა სიაში არ მოხვდა.
ეს არის მოქალაქეებისთვის არჩევანის წართმევა, არა მარტო იმათთვის, ვისაც ახლა ასაკრძალი პარტიების მიმართ აქვს სიმპათია, ყველასთვის - ანუ ივანიშვილი, რეჟიმი და მთავრობა გადაწყვეტს, ყველას თქვენ მოქალაქეებს, განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა, რა არჩევანი შეიძლება გქონდეთ. ეს პირდაპირი ჩამოყალიბებაა ერთპარტიული დიქტატურის და რა თქმა უნდა, ეს ზომა და ეს დრაკონული ინსტრუმენტი დამთავრდება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად", - აცხადებს გიგა ბოკერია.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. ივანიშვილის პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“.
"დროას", "ფედერალისტების" "გირჩი-მეტი თავისუფლების" "გირჩის", "გახარია - საქართველოსთვის" "სტრატეგია აღმაშენებელის", ალტ-ინფოს", "პატრიოტთა ალიანსის" და "ევროპული საქართველოს" აკრძალვას კი "ოცცნება" საკონსტიტუციო სარჩელით არ ითხოვს