გიორგი ვაშაძეს მეტი რაღა უნდა უქნან, ციხეშია ადამიანი - ანა კობახიძე

28.10.25 17:57
გიორგი ვაშაძეს მეტი რაღა უნდა უქნან, ციხეშია ადამიანი - ანა კობახიძე

არ ვაღიარებთ ამ ხელისუფლებას, როგორც მოქმედ ხელისუფლებას აღამსრულებელ, საკანონმდებლო დონეზე, შესაბამისად ამ პროცედურებში შეყოლის აზრს ვერ ვხედავ - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, ანა კობახიძემ განაცხადა, რიტაც გამოეხმაურა "ოცნების" სარჩელს პარტიებოს აკრძალვასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, შეუძლებელია ივანიშვილის გუნდმა ნებისმიერ პირს პოლიტიკური საქმიანობა ავუკრძალოს - "გიორგი ვაშაძეს მეტი რაღა უნდა უქნან, ციხეშია ადამიანი".

  • ცნობისთვის, "სტრატეგია აღმაშენებალი" "ოცნების" ასაკრძალ პარტიაში სიაში არ მოხვდა. 

 ისევე როგორც აღსრულების ნაწილში მგონია წარმოუდგენელი - როგორ შეიძლება აუკრძალო პოლიტიკური საქმიანობა ადამიანს, რომელიც ებრძვის ხელისუფლებას იმის მიუხედავად, თუ რა წნეხს გადის ის. მაგალითად, გიორგი ვაშაძეს როგორ შეიძლება პოლიტიკური საქმიანობა ავუკრძალოთ, მეტი რაღა უნდა უქნან, ციხეშია ადამიანი. ის, იქიდან გამოსული აუცილებლად გააგრძელებს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას", - ამბობს ანა კობახიძე.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. ივანიშვილის პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“.

"დროას", "ფედერალისტების" "გირჩი-მეტი თავისუფლების" "გირჩის", "გახარია - საქართველოსთვის" "სტრატეგია აღმაშენებელის", ალტ-ინფოს", "პატრიოტთა ალიანსის" და "ევროპული საქართველოს" აკრძალვას კი "ოცცნება" საკონსტიტუციო სარჩელით არ ითხოვს

მსგავსი სიახლეები