9 მლნ-ის მოპარვის საქმე - ვის დაადებს ხელს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი შეფი
სკოლებისა და ბაღების ასაშენებლად გამოყოფილი 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე დაკავებული მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორი დავით ტაბიძე სასამართლოს სხდომის დანიშვნის მოლოდინშია. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად. გამოძიების ინფორმაციით, ტაბიძემ დაუსაბუთებელი ხელშეკრულებები გააფორმა და ავანსები გადაუხადა კომპანიას, რომელიც დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ დეპუტატის სიძესთან.
საქმე იმ პერიოდს უკავშირდება, როცა ტაბიძე „ლაგი კაპიტალსისთვის“ გაუმართლებელ ავანსებს გასცემდა. იმ წლებში ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობდა ირაკლი ქარსელაძე, რომლის უწყებასაც პროექტებზე ზედამხედველობა ეკისრებოდა. სახელმწიფომ პროგრამისთვის 11 მილიონი ლარი გამოყო, თუმცა გამოძიების ცნობით, 30 სკოლისა და ბაღის რეაბილიტაციიდან მხოლოდ 2 მილიონი ლარი იქნა გამოყენებული მიზნობრივად. ქარსელაძის საქმიანობას ამჟამად სწავლობს სუს-ის ანტიკორუფციული სამსახური, რომელმაც უკვე მიიღო შიდა აუდიტის საეჭვო დასკვნა.
კორუფციულ სკანდალში გახვეული ყოფილი თანაგუნდელების დაცვას დღეს „ქართული ოცნების“ წევრები თავს არიდებენ. პირიქით, პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა უკვე დააანონსა ირაკლი ქარსელაძის გამოკითხვა პარლამენტში.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.