ოპონენტების ასეთი დევნა, შლის საზოგადოებას და ანადგურებს სახელმწიფოს - სალომე ზურაბიშვილი

28.10.25 18:38
ოპონენტების ასეთი დევნა, შლის საზოგადოებას და ანადგურებს სახელმწიფოს - სალომე ზურაბიშვილი

პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით "ოცნების" მიერ საკონსტიტუციოში სარჩელის შეტანას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, “აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს საქართველოს რუსული ტიპის ავტორიტარულ რეჟიმად გადაქცევას.“

ვგმობ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ, რაც მიზნად ისახავს საქართველოს რუსული ტიპის ავტორიტარულ რეჟიმად გადაქცევას.

რეჟიმი ყოველდღიურად სისტემატურად ახორციელებს ყველაფრის შეზღუდვას, რაც ხელს უშლის სრული ავტორიტარიზმის დამკვიდრებაში და გამყარებაში.

დღეს, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ საჭიროა ერთიანი და მკაფიო ხმა ისმოდეს საქართველოდან: ეს მიუღებელია!

ოპონენტების ასეთი დევნა, არა მხოლოდ ანგრევს მრავალპარტიულ დემოკრატიას, შლის საზოგადოებას და ანადგურებს სახელმწიფოს.

სოლიდარობა ყველა ოპოზიციურ ძალას, ვისაც ეზღუდება კონსტიტუციური უფლება თავისუფლად გამოხატვისა და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის, - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. ივანიშვილის პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“.

"დროას", "ფედერალისტების" "გირჩი-მეტი თავისუფლების" "გირჩის", "გახარია - საქართველოსთვის" "სტრატეგია აღმაშენებელის", ალტ-ინფოს", "პატრიოტთა ალიანსის" და "ევროპული საქართველოს" აკრძალვას კი "ოცცნება" საკონსტიტუციო სარჩელით არ ითხოვს

მსგავსი სიახლეები