“ქართული ოცნება” ლუკაშენკოს ტყუპისცალი ხდება - პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან - იუკნევიჩიენე
საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით "ოცნების" მიერ საკონსტიტუციოში სარჩელის შეტანას ეხმაურება.
როგორც ევროპარლამენტარი წერს, “ქართული ოცნება” ლუკაშენკოს ტყუპისცალი ხდება“.
შოკისმომგვრელი ამბები საქართველოს მმართველი პარტიიდან. “ქართული ოცნების” პარტიამ სასამართლო სარჩელი შეიტანა 3 ძირითადი ოპოზიციური ძალის ასაკრძალად - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, “ლელოს” და “ახალის” (“კოალიცია ცვლილებებისთვის” ნაწილი).
“ქართული ოცნება” ლუკაშენკოს ტყუპისცალი ხდება - პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან”, - წერს იუკნევიჩიენე.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. ივანიშვილის პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“.
"დროას", "ფედერალისტების" "გირჩი-მეტი თავისუფლების" "გირჩის", "გახარია - საქართველოსთვის" "სტრატეგია აღმაშენებელის", ალტ-ინფოს", "პატრიოტთა ალიანსის" და "ევროპული საქართველოს" აკრძალვას კი "ოცცნება" საკონსტიტუციო სარჩელით არ ითხოვს