ახალი პოლიტიკური მუხტი ოპოზიციისთვის - რა გეგმა აქვთ ასაკრძალთა სიაში მოხვედრილებს
ივანიშვილის გუნდის პოლიტიკური მიზანი ვერ შესრულდა. სამი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“ და „ლელო“, არ აღიარებენ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულ სამართლებრივ პროცესს, რომლის მიზანიც მათი აკრძალვა იყო. ოპოზიციის განცხადებით, ივანიშვილის პარტია მათ მხოლოდ იმის გამო სჯის, რომ არ მიანიჭეს ლეგიტიმაცია იმ პარლამენტს, სადაც თავად „ქართული ოცნება“ ფლობს უმრავლესობას.
მიუხედავად იმისა, რომ „ლელო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა, ივანიშვილის გუნდი მის წინააღმდეგაც აკრძალვის მექანიზმს იყენებს.
ოპოზიციური პარტიების შეფასებით, ივანიშვილის მცდელობა ერთპარტიული დიქტატურის ჩამოყალიბებისა ვერ განხორციელდა. მათი თქმით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი პირიქით - ახალ შესაძლებლობებს აძლევს ოპოზიციას, რათა საზოგადოებასთან ურთიერთობა გააძლიერონ და დემოკრატიული პრინციპების დაცვაზე კიდევ ერთხელ გაამახვილონ ყურადღება.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აკრძალვას მხოლოდ გიორგი გახარიას პარტია გადაურჩა. ყოფილი პრემიერის გუნდისთვის დღეს პარლამენტში მუშაობის პირველი ოფიციალური დღე იყო. როგორც ჩანს, "ოცნების" ნაწილმა გახარიას ბოიკოტის შეწყვეტა დადებითად შეაფასა, თუმცა პოლიტიკურ არენაზე დაძაბულობა კვლავ მაღალი რჩება.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.