ოპოზიციური ველის მოსუფთავება დაწყებულია - ვინ აიკრძალება და ვინ დარჩება ქართულ პოლიტიკაში

28.10.25 20:10
ოპოზიციური ველის მოსუფთავება დაწყებულია - ვინ აიკრძალება და ვინ დარჩება ქართულ პოლიტიკაში

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც „ქართული ოცნების“ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, ახლა აკრძალვის საფრთხის წინაშე დგანან. რამდენიმეთვიანი მუქარების შემდეგ ივანიშვილის პარტიამ საბოლოოდ გადადგა ნაბიჯი და სამი მსხვილი პოლიტიკური ძალა ამოარჩია, რომელთა წინააღმდეგაც საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა.

აკრძალულთა სიაში მოხვდნენ:

  • „ნაციონალური მოძრაობა“
  • პარტია "ახალი“
  •  „ლელო“

მიუხედავად ოფიციალური ახსნა-განმარტებებისა, ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მთავარი და რეალური მიზეზი მხოლოდ ერთია - ამ პარტიებმა "ქართული ოცნების" პარლამენტს ლეგიტიმაცია არ მიანიჭეს და სწორედ ამიტომ გახდა მათი საქმიანობა მიზანმიმართული სამართლებრივი შეტევის საგანი.

ივანიშვილის პარტია აცხადებს, რომ აკრძალვა არ შეეხება იმ მცირე ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც ბოლო პერიოდში თანამშრომლობდნენ აღნიშნულ პარტიებთან. გვარამიასა და მელიასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს „ქართული ოცნება“ „ერთკაციან პარტიებად“ მოიხსენიებს და ამტკიცებს, რომ მათ საზოგადოებაზე გავლენა არ გააჩნიათ.

მიუხედავად ამისა, „ლელოს“ აკრძალვა უკვე გადაწყვეტილია, თუმცა საკრებულოებში მყოფი მისი დეპუტატები საქმიანობას გააგრძელებენ. საერთო ჯამში, ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე 59 დეპუტატი რჩება თანამდებობებზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაწყვეტილება ახსნა „ამომრჩევლის პატივისცემით“, თუმცა ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ დემოკრატიის მოჩვენებითი შენარჩუნების მცდელობაა, მაშინ, როცა ხელისუფლება, ფაქტობრივად, პოლიტიკური პლურალიზმის გაუქმებას ცდილობს.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები