ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ პარტიების აკრძალვა იმ იზოლაციას ჩააცემენტებს, რომელიც “ოცნებას“ ისედაც აქვს
პოლიტიკოსი დიმიტრი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ “ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვა “იმ იზოლაციას ჩააცემენტებს, რომელიც ისედაც აქვთ.“
როგორც ცქიტიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს რეჟიმი მდგრადობას ვერ შეინარჩუნებს, მას არ აქვს არანაირი დასაყრდენი, რაზედაც შეიძლება დაეფუძნოს“.
პარტიების აკრძალვა იმ იზოლაციას ჩააცემენტებს, რომელიც ისედაც აქვთ. ვფიქრობ, ევროპული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას ინტერესი საქართველოს მიმართ სტრატეგიული აღარ ექნება, მათ შორის დიდ ქვეყნებს, რომლებიც ებროკავშირის სტრატეგიულ ორიენტიტებს განსაზღვრავენ, მათ შორის, საფრანგეთი, გერმანია, ზურგს შეაქცევენ და არ მისცემენ საშუალებას, ტრანზაქციული ბიზნეს ურთიერთობა იქონიოს ევროკავშირთან, უფრო მეტად მოექცევა იზოლაციაში და საბოლოო ჯამში, მოუნდება გადატვირთვაზე სერიოზულად ილაპარაკოს, მას მოუწევს უკან დახევა ძალიან ბევრი მიმართულებით. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს რეჟიმი მდგრადობას ვერ შეინარჩუნებს, მას არ აქვს არანაირი დასაყრდენი, რაზედაც შეიძლება დაეფუძნოს, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. ივანიშვილის პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“.
"დროას", "ფედერალისტების" "გირჩი-მეტი თავისუფლების" "გირჩის", "გახარია - საქართველოსთვის" "სტრატეგია აღმაშენებელის", ალტ-ინფოს", "პატრიოტთა ალიანსის" და "ევროპული საქართველოს" აკრძალვას კი "ოცცნება" საკონსტიტუციო სარჩელით არ ითხოვს