გადავიღალე, მინდოდა დამესვენა - გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, ჭაბუკა რაფავა "ტვ პირველთან" ადასტურებს, რომ პატაკი დაწერა და კადრების განყოფილებაში გადავიდა:
"მე არსად არ წავსულვარ, გადავიღალე პროსტა, მინდოდა დამესვენა" - ამბობს ტვ პირველთან რაფავა.
კადრების განყოფილებაში გადავლა ფაქტობრივად თანამდებობიდან წასვლას ნიშნავს.