რა დგას პოლიტიკური ველის გაწმენდის მცდელობის უკან? - ოპოზიცია მძიმე პროგნოზს აკეთებს

29.10.25 11:56
რა დგას პოლიტიკური ველის გაწმენდის მცდელობის უკან? - ოპოზიცია მძიმე პროგნოზს აკეთებს

ასაკრძალთა სიაში მოხვედრილი პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ "ოცნება" პოლიტიკურ ველს ახალი არჩევნების ჩასანიშნად ასუფთავებს. ივანიშვილის პარტიის ოპონენტები ამბობენ, რომ "ოცნებას" საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება სურს.  

პოლიტიკოსი დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ პარტიების აკრძალვაზე მეტად უფრო საშიშია ის არემოება, რომ შესაძლოა, ომის დაწყების დაბრალება საკონსტიტუციო ნორმად იქცეს, ამით კი არაღიარების პოლიტიკას სერიოზული საფრთხე შეექმნება. 

კიდევ უფრო მძიმე მაგ გადაწყვეტილებაში არის ის, რომ ომის დაწყების დაბრალება, ამ შემთხვევაში, უკვე საკონსტიტუციო სასამართლოში შეიძლება კონსტიტუციურ ნორმათაც ჩამოყალიბდეს და ეს კიდევ უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე პარტიების აკრძალვა. თვითონ სარჩელში რაც წერია, არის ის, რომ საქართველომ მისცა საფუძველი ინტერვენციას. როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო და როგორ დაადგენს ამ ნორმას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე არ ვიცი, რა სიტყვებით ჩამოყალიბდება მათი დადგენილება, მაგრამ ეს უკვე იქნება საკონსტიტუციო ნორმა, რომელიც საფუძველი შეიძლება, გახდეს ხელახალი გადახედვის იმ არაღიარების პოლიტიკის, რომელიც საქართველომ წარმატებიტ მოახერხა. ხდება ზონდირება საკითხების, მერე თანდათანობით იზომება, როგორია განწყობები, თუ მიაღწიეს, რომ ეს განწყობები კრიტიკულ ზღვარს ჩამოსცდა, მაშინ შესაძლებელია, მართლაც გარისკოს, გადაიდგას ასეთი ნაბიჯი, დაშალოს პარლამენტი, ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნები, გაიფორმოს კონსტიტუციური უმრავლესობა, - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი. 

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლდერი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ივანიშვილს საკონსტიტუცი უმრავლესობა ქვეყნის საგარეო ვექტორის ცვლილებისთვის სჭირდება.  

ივანიშვილი დაინტერესებულია იმით, რომ მას ჰქონდეს რეპრესიული პოლიტიკის, ძალადობის, ოპოზიციური პარტიების გაუქმების ხარჯზე საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ გააუქმოს კონსტიტუციით დადგენილი ჩვენი საგარეო ვექტორი და კურსი. ცხადია, რომ ივანიშვილს უნდა მეტი დროის მოგება და თუ ის გაზაფხულზე ჩაატარებს ვადამდელ არჩევნებს, ამით ის გადაწევს საკუთარ ძალაუფლებაში ყოფნას ორი წლით, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.  

ენმ- სწევრი ლევან ბეჟაშვილი კი ამბობს, რომ "ოცნება" "ნაცინალური მოძრაობის" იდეა ვერ მოკლა და ახლა ბრუტალური მეთოდებით ცდილობს მის განეიტრალებას.  

მათ ვერ მოკლეს "ნაციონალური მოძრაობის" იდეა. იდეა პატრიოტიზმის, იდეა წარმატებული ქართული სახელმწიფოს, იდეა ევროპული საქართველოს, ამიტომ ბუნებრივია, როდესაც არჩევნების გზით, დემოკრატიული პროცესის გზით ისინი ამ იდეას ვერ ამარცხებენ, მათ მოუწიათ ასეთი ბრუტალური, საკანონმდებლო რუსულ სტილში ცვლილებების განხორციელება.

ყველამ ვიცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არაფრის განმხვილველი არ არის და არც ობიექტური მართლმსაჯულების დამდგენი არ არის. თავად ეს პროცესი აუცილებლად გასაჩივრდება ევროსასამართლოში, - ამბობს ლევან ბეჟაშვილი. 

"ცვლილებისთვის" წევრი თენგო თევზაძე დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის პარტიას ოპოზიციის ეშინია და მათი აკრძალვის გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო.  

ის, რომ ბიძინა ივანიშვილს სამართლიან პირობებში დღევანდელი პოლიტიკური პარტიების, ვინც არის ახლა ასაკრძალად გამზადებული, ეშინია, ეს ცხადია. ამიტომ კრძალავს, თორემ რომ არ ეშინოდეს, საპარლამანეტო რესპუბლიკაში მას მოუწევდა არჩევნების ჩატარება და ექნებოდა გამარჯვების იმედი. უბრალოდ, მას ეს იმედი არ აქვს, იმიტომ არის სუსტი და შეშინებული, - ამბობს თენგო თევზაძე. 

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც „ქართული ოცნების“ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, ახლა აკრძალვის საფრთხის წინაშე დგანან. რამდენიმეთვიანი მუქარების შემდეგ ივანიშვილის პარტიამ საბოლოოდ გადადგა ნაბიჯი და სამი მსხვილი პოლიტიკური ძალა ამოარჩია, რომელთა წინააღმდეგაც საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა.

აკრძალულთა სიაში მოხვდნენ:

  • „ნაციონალური მოძრაობა“
  • პარტია "ახალი“
  •  „ლელო“

 

მსგავსი სიახლეები