მიხეილ სააკაშვილის სისხლის ანალიზის ერთ-ერთი პარამეტრი არ იყო დამაკმაყოფილებელი - ექიმი

23.10.21 09:15
მიხეილ სააკაშვილის სისხლის ანალიზის ერთ-ერთი პარამეტრი არ იყო დამაკმაყოფილებელი - ექიმი

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ციხეში გადასხმა ჩაუტარდა, სააკაშვილის ექიმის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის სისხლის ანალიზის ერთ-ერთი პარამეტრი არ იყო დამაკმაყოფილებელი.

დღეს ჩატარდა როგორც გითხარით სისხლის ანალიზი, სისხლის ანალიზის ერთი პარამეტრი არ იყო კარგი. მე ეს უკვე ვიცოდი, ამიტომ უცებ აქ გამოვიქეცი და გავუკეთეთ გადასხმა, რეანომობილი იყო აქ და ჩვენ ეს ძალიან დაგვეხმარა" , - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

ნიკოლოზ ყიფშიძე არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია საჭირო გახდეს. 

ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია, დღეს უკვე კრიზისი გადავიარეთ, ხვალ შეიძლება დასჭირდეს ჰოსპიტალიზაცია, მაგრამ ჯერ არაფერს გვთავაზობენ " , - ამბობს მიხეილ სააკაშვილის ექიმი.