რიჟვაძის საქართველოში შესაძლო დაბრუნებაზე "ოცნებაში" პირველი განცხადება გაკეთდა
კახა კალაძე ამტკიცებს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომართან, თორნიკე რიჟვაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
"თუ ქვეყანაში დაბრუნდება, ამას მხოლოდ მივესალმებით. მინდა მას ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა ვუსურვო”, - თქვა თბილისის მერფმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.
კითხვაზე, მიმდინარეობდა თუ არა თორნიკე რიჟვაძის მიმართ რაიმე სისხლის სამართლებრივი საქმე, კალაძე ამბობს, რომ “არანაირი სისხლის სამართლებრივი საქმე არ მიმდინარეობდა”. კითხვაზე, ყოფილი მაღალჩინოსნების დაჭერასა და რიჟვაძეს შორის არის თუ არა კავშირი, კალაძე ამტკიცებს, რომ “რიჟვაძე კავშირში არ არის”.
“კორუფციასთან ბრძოლა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მიმართულება. თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით შესაბამისმა უწყებამ გააკეთა განმარტება, დამატებით ვერაფერს ვიტყვი”, - აღნიშნა კალაძემ.
პროკურატურის ვერსიით თორნიკე რიჟვაძემ 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა ალექსი ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით მიიყანა.
საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული. რიჟვაძე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ტურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას.