PACE-ს მომხსენებლები: ოპოზიციის აკრძალვა ერთპარტიულ დიქტატურას დაამყარებს

29.10.25 14:21
PACE-ს მომხსენებლები: ოპოზიციის აკრძალვა ერთპარტიულ დიქტატურას დაამყარებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები საქართველოს შესახებ, ედით ესტრელა და საბინა ჩუდიჩი "ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ", ქართული ოცების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

თანამომხსენებლები ფაქტების დადგენისთვის სპეციალურ მისიას თბილისში წლის ბოლომდე გაგზავნიან.

"როგორც ასამბლეამ მცირე ხნის წინ მიღებულ საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის რეზოლუციაში აღნიშნა, დემოკრატიული ოპოზიციის აკრძალვა ფაქტობრივად დაამყარებს ერთპარტიულ დიქტატურას და შეუსაბამო იქნება ევროსაბჭოს წევრობასთან." - ამბობენ თანამომხსენებლები, რომლებიც ქართულ ოცნებას საკუთარი მოთხოვნის გადაფიქრებისკენ და დემოკრატიული უკუსვლის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.

 

მსგავსი სიახლეები