აბსურდული პანიკა ააგეს - ღარიბაშვილი სპეცრაზმის მობილიზებას უარყოფს
"აბსურდული პანიკაა" - ასე ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში სპეცრაზმის გაგზავნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას:
სრული ისტერია, პანიკა დათესეს ერთ-ერთმა ყველაზე ბინძურმა პროვოკატორმა გვრამიამ, მელიამ და ყველა ამ ქაოსის შემომტანმა ადამიანებმა. არარსებული ამბავი გამოიგონეს, სრული ტყუილი, თითქოს ჩემი დავალებით ვაპირებდით სპეცრაზმის გაგზავნას სამეგრელოში სადამსჯელო ოპერაციების ჩატარებაზე. ასეთი ტყუილებით მართავდნენ თქვენი ხელმძღვანელები ქვეყანას. ძალადობის დრო ქვეყანაში არის დამთავრებული, აქ რევოლუციას და არეულობას ვერავინ ვერ მოაწყობს" - თქვა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია სამეგრელოს მოსახლეობის დაძაბვას ცდილობს:
ეს იმას უკავშირდება, რომ დაძაბონ სამეგრელოს მოსახლეობა, ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიყავით ჩასული და იქ მხოლოდ სიმართლე ვილაპარაკე, მე არაფერი არ მილაპარაკია ფაქტების გგარდა, მხოლოდ ფაქტები შევახსენე მოსახლეობას. რა უნდა მოხდეს? ადამიანი თავისი გარყვნილი გონებიდან გამომდინარე აზროვნებს, ალბათ, თვითონ რასაც მოიმოქმედებდნენ და რასაც დაგეგმავდნენ, აქედან გამომდინარე ააგეს ეს აბსურდული პანიკა",- განაცხადა ღარიბაშვილმა.