რეზი სოხაძის სკანდალური განცხადება - მოქმედმა მინისტრმა ყოფილი ამხილა

29.10.25 15:32
რეზი სოხაძის სკანდალური განცხადება - მოქმედმა მინისტრმა ყოფილი ამხილა

 

 

"ქართული ოცნების" ინფრასტრუქტურის მოქმედმა მინისტრმა მის წინამორბედს საპარლამენტო ტრობუნიდან მხილების სერია მოუწყო. რეზი სოხაძე პარლამენტში ინტერპალიიც წესით იყო დაბარებული. მასთან "ოცნების" წევრებს 68 კითხვა ჰქონდათ გაგზანილი, რომლებზე პასუხის გაცემისას მინისტრმა ყველა ის პრობლემები დაასახელა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა წლების განმავლობაში.

სოხაძემ განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალური განვითარებოს ფონდზე გაამახვილა. მისი თქმით, აღნიშნული ფონდის პროექტები 75%-მდე პრობლემურია, როგორც სამუშაობის შესრულების ხარისხში, ასევე ვადებში. 

მუნიციპალური განვითარების ფონდში, სამწუხაროდ, შესწავლის შედეგად გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები. პროექტების დაგეგმვისა და ზედამხვედველობის სუსტი სისტემა, რაც მრავალი დაგვიანებული ან სრულად შეჩერებული ობიექტის მიზეზად იქცა. კერძოდ, მაგალითად, 214 მიმდინარე პროექტიდან 161 იყო პრობლემური და პრობლემური პროექტების ჯამური ღირებულება 1 მლრდ ლარსაღემატება. პრობლემებშ ვგულისხმობ როგორც დაბალ ტემპს, ზოგ შემთხვევაში შეჩერებულ პროექტებს, ვადაგადაცილებას, არაერთგიზ ხარისხის პრობლემას და ა.შ. დიდი მოცულობით ხდებოდა ავანსების გაცემა, ხშირ შემთხვევაში, შესრულების მკაფიო გარანტიების გარეშე. სიტყვიერი შეთანხმების პაქტიკა, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებელია და ერთიანობაში ფონდის საქმიანობის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და სისტემური რეფორმის აუცილებლობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში, რომელიც 4 მლრდ 200 მლნ-ის პროექტებს მართავს, გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:

სამუშსაოების ვადაგადცილება და სამუშაოების დაბალი ტემპი. 135 პროექტიდან 122 არის ერთხელ ან მეტჯერ ვადაგადაცილებული, - თქვა დღეს სოხაძემ. 

მსგავსი სიახლეები