"თავისუფლება მიშას" - მსვლელობა სარფიდან რუსთავის ციხემდე
"თავისუფლება მიშას" - ამ მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტები სარფიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებამდე ფეხით მსვლელობას გეგმავენ.
აქტივისტები ყველა დიდ ქალაქში გაჩერდებიან და ამ ფორმით პატიმრიბაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სოლიდარობას გამოუცხადებენ.
პირველი გაჩერება ბათუმია, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები და ბათუმელები სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას გამართავენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტი პუტინისა და ივანიშვილის პირადი პატიმარია.