ოპოზიციური პარტიის აკრძალვა პირდაპირი თავდასხმაა დემოკრატიულ პლურალიზმზე - ევროპელი პოლიტიკოსი

29.10.25 17:17
ოპოზიციური პარტიის აკრძალვა პირდაპირი თავდასხმაა დემოკრატიულ პლურალიზმზე - ევროპელი პოლიტიკოსი

ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასაბლეის მეორე დღე "ქართული ოცნების" კრიტიკით გაიხსნა - ევროპელი პოლიტიკოსები მსოფლიოს გასაგონად ამბობენ, რომ ივანიშვილის გუნდის გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ პირდაპირი თავდასხმაა დემოკრატიულ პლურალიზმზე და უდიდესი შეშფოთების საგანს წარმოადგენს. 

ევროდეპუტატები ხაზგასმით აცხადებენ, რომ საქართველოში დემოკრატიულმა უკუსვლამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტი შეაჩერა. 

ნაკლებად ოპტიმისტურ სურათს ვხედავთ საქარათველოში, სადაც დემოკრატიულმა უკუსვლამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტი შეაჩერა. შემიძლია გავიმეორო ის, რაც სერგეიმ თქვა. "ქართულმა ოცნებამ" წამოაყენა ინიციატივა იჩივლოს საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშიებით, რაც არის პირდაპირი თავდასხმა დემოკრატიულ პლურალიზმზე და ეს უდიდესი შეშფოთების საგანია", - ამბობს ევროპელი პოლიტიკოსი. 

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც „ქართული ოცნების“ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, ახლა აკრძალვის საფრთხის წინაშე დგანან. რამდენიმეთვიანი მუქარების შემდეგ ივანიშვილის პარტიამ საბოლოოდ გადადგა ნაბიჯი და სამი მსხვილი პოლიტიკური ძალა ამოარჩია, რომელთა წინააღმდეგაც საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა.

აკრძალულთა სიაში მოხვდნენ:

  • „ნაციონალური მოძრაობა“
  • პარტია "ახალი“
  •  „ლელო“

 

მსგავსი სიახლეები