დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები და გააუქმეთ შემზღუდავი კანონები - ევროპარლამენტარი "ოცნებას"

29.10.25 17:20
დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები და გააუქმეთ შემზღუდავი კანონები - ევროპარლამენტარი "ოცნებას"

ევრონესტის უმაღლესი ტრიბუნიდან დეპუტატებმა "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართეს, ასევე მოუწოდეს შეწყვიტონ დევნა სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ და გააუქმონ კანონები, რომლებიც ზღუდავენ პროტესტისა და პრესის თავისუფლებას.

ევროპალამენტი მტკიცედ გმობს ძალადობას, რეპრესიებს, თვითნებურ დაკავებებს და მშვიდობიანი დემონსტრანტების - თქვა ერევანში სიტყვით გამოსვლისას ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა. 

საქართველოს ამჟამინდელი გზა ძალიან შემაშფოთებელია. დემოკრატიული უკუსვლა, ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე და ფუნდამენტური უფლებების შესუსტების მცდელობები ბუნდოვანებას აძლევს მათ ევროპულ გზას. ევროპალამენტი მტკიცედ გმობს ძალადობას, რეპრესიებს, თვითნებურ დაკავებებს და მშვიდობიანი დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების აქტორების,  პოლიტიკური ოპოზიციის და დამოუკიდებელი მედიის წამებას.  ჩვენ მოგიწოდებთ უპირობოდ და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. მოვუწოდებთ საქრთველოს ხელისუფლებას გააუქმონ კანონები, რომელიც ზღუდავს პროტესტისა და პრესის თავისუფლებას. ევროინტეგრაციისკენ ნებისმიერი მოძრაობა დამოკიდებული იქნება დემოკრატიული სტანდარტების აღდგებაზე და ფუნდამენტური უფლებების სრულ პატივისცემაზე"- აცხადებს ევროპელი პოლიტიკოსი. 

 

მსგავსი სიახლეები