პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება არადემოკრატიულია - ლაგოდინსკი "ოცნებას"
"ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციოში - ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასაბლეის ფარგლებში ჩასული ევროპარლამენტარი, სერგეი ლაგოდინსკი"ქართულ ოცნებას" უმაღლესი ტრიბუნიდან ეუბნება, რომ პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება არადემოკრატიული და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს ეწინააღმდეგება.
ადამიანები აქ იკრიბებიან და არ წუწუნებენ , ისინი ინარჩუნებენ სიძლიერეს, როგორც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები. რომლებიც აქ მოვიდნენ იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააკავეს მათი მეგობრები და კოლეგები. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინ მათ პარტიებს აკრძალვა დაემუქრა. მიუხედავად ამისა, ისინი აქ არიან. ჩვენ ევროპარლამენტარები ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, ეს გადაწყვეტილება არადემოკრატიულია და ეწინააღმდეგება დემოკრატიას და პლურალიზმს იმ ქვეყნისთვის, რომელიც ისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ", - განაცხადა ლაგოდინსკიმ.
ოპოზიციური პარტიები, რომლებიც „ქართული ოცნების“ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, ახლა აკრძალვის საფრთხის წინაშე დგანან. რამდენიმეთვიანი მუქარების შემდეგ ივანიშვილის პარტიამ საბოლოოდ გადადგა ნაბიჯი და სამი მსხვილი პოლიტიკური ძალა ამოარჩია, რომელთა წინააღმდეგაც საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა.
"ქართული ოცნების" სარჩელით, აკრძალულთა სიაში მოხვდნენ:
- "ნაციონალური მოძრაობა"
- კოალიცია "ცვლილებისთვის"
- "ლელო - ძლიერი საქართველო"