თავისუფლება ჩვენების სანაცვლოდ - პროკურატურა დავით ტაბიძის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს

29.10.25 16:54
თავისუფლება ჩვენების სანაცვლოდ - პროკურატურა დავით ტაბიძის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს

მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს, შესაძლოა, პატიმრობიდან გაათავისუფლონ. 

პროკურატურა დაკავებული მაღალჩინოსნის გათავისუფლებას გირაოს  სანაცვლოდ ითხოვს. საუბარია 300 ათას ლარზე.

 "პირველების" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ტაბიძემ ჩვენება გამოძიებას გუშინ ღამით მისცა. ახლა მთავარი კითხვაა- ვის დაადო ხელი  ხალხის მილიონების მმართველმა. 

დავით ტაბიძის სასამართლო პროცესი წუთი წუთზე დაიწყება, სადაც მოსამართლე მის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. 

როგორც სასამთლოდან გვაცნობეს, ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა აღკავეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების თაობაზე. რაც შეეხება გირაოს ოდენობას, ჩვენი მსოაზრებით, არის არაადეკატურად დიდი და ამაზე დასაბუთებული მსჯელობა გვექნება სასამართლო პროცესზე. როგორც ჩემთვის ცნობილია, ითხოვენ 300 ათასი ლარის შეფარდებას გირაოს სახით. ბრალდების შინაარსიდან გამომდინარე, რბალდების მხარე დეკლარირებულად აცხადებს, რომ თავისთვის გამორჩენის მიზნით არ მოქმედებდა ბატონი დავითი და ერთი თეთრის სარგებელიც კი არ მიუღია და არც ამის მცდელობა ჰქონია. შესაბამისად, არც შემოსავალი დასტურდება ამ ოდენობის, არც უძრავი ქონება აქვს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ დაუსაბუთებელია ამხელა ოდენობა. იგი გამოძიებასთან თანამშრომლობს პირველივე გამოკითხვისთანავე, მას დასამალი არაფერი აქვს, - ამბობს ტაბიძის ადვოკატი.

ბრალდება ეხება 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ 9 365 801 ლარს და „ლაგი კაპიტალის“ საქმეს. ამ კომპანიის ნახევარი 2023 წლის სექტემბრამდე ირაკლი ზარქუას ცოლისძმას ეკუთვნოდა.

უშუალოდ ტაბიძეს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

მსგავსი სიახლეები