ფული აქვთ აღებული და ლობირება უნდა გაუწიონ სააკაშვილს - კობახიძე ევროპარლამენტარებზე

23.10.21 14:12
ფული აქვთ აღებული და ლობირება უნდა გაუწიონ სააკაშვილს - კობახიძე ევროპარლამენტარებზე

ქართული ოცნების თავმჯდომარის იერიში ევროპარლამენტარებზე - ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას უჭერენ მხარს ნაციონალური მოძრაობის ლობისტები არიან და ამაში ფულს იღებენ.

ცალკეულ ეტაპზე, სამწუხაროდ, მათი ჩარევა აღმოჩნდა წარმატებული, კერძოდ მოხდა მართლმსაჯულების პოლიტიზება, ერთ შემთხვევაში პრეზიდენტმა შეიწყალა, სხვა შემთხვევაში ამნისტიით მოხდა გამოშვება და სხვა, ანუ მათ ჰქონდათ წარმატებული მაგალითები, თუმცა ამას ერთხელ და სამუდამოდ დაესვა წერტილი, მათ აღარ მივცემთ, კონკრეტულ ლობისტებს საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზების. ლობისტებს აქვთ კონკრეტული საქმე ისინი ამაში იღებენ ფულს და ვერ გავამტყუნებთ, ფული აქვთ აღებული და ლობირება უნდა გაუწიონ მიხეილ სააკაშვილს და სხვა კრიმინალებს"- განაცხადა კობახიძემ.

ფაქტი, რომ საქართველოში ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, ბადებს კითხვას პოლიტიკური დევნის შესახებ - ამის შესახებ 5 ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე შეფასებით, პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის საჯარო განცხადებები, მხოლოდ ადასტურებს პოლიტიკურ მოტივებს სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეების უკან.