ნანა კაკაბაძე, ვატო შაქარიშვილი და სხვები პარტიას ქმნიან
ორგანიზაცია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“, რომელიც ღიად ამბობს, რომ "ევროკავშირში გაერთიანების წინააღმდეგია", პარტიად გარდაიქმნება.
„სამწუხაროდ, დღეს ისე ჩანს, რომ არც ევროკავშირს და არც ამერიკას, სუვერენული საქართველო არაფერში სჭირდებათ, მათ ჩვენი ქვეყანა საზარბაზნე ხორცად ჰყავთ მონიშნული, რომლის სათავეში თავიანთი აგენტები უნდა იყვნენ.
გარედან წამოსული არნახული ზეწოლის, ამ კუთხით ხელისუფლების უმოქმედობისა და ოპოზიციის ანტიქართული საქმიანობის ფონზე − მივიღეთ გადაწყვეტილება განვაცხადოთ პოლიტიკური პარტიის დაფუძნების თაობაზე“, - წერია განცხადებაში.
„ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ მიმართავს.
პროდასავლური ოპოზიცის და ექსპერტების შეფასებით, "ნეიტრალური საქართველო" ბიძინა ივანიშვილის "მაშველი რგოლია".
ცნობისთვის, 2025 წლის 17 მარტს ვატო შაქარაშვილისა და ნანა კაკაბაძის სარჩელის საფუძველზე საქველმოქმედო ფონდების ანგარიშები დააყადაღეს.