შალვა კოღუაშვილი: ცხოვრებაში კანონი არასდროს დამირღვევია, მაგრამ გზა მიზანმიმართულად გადავკეტე

29.10.25 17:47
შალვა კოღუაშვილი: ცხოვრებაში კანონი არასდროს დამირღვევია, მაგრამ გზა მიზანმიმართულად გადავკეტე

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მკვლევარ შალვა კოღუაშვილს 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

შსს მას 27 ოქტომბერს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.

შალვა კოღუაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ იმ დღეს გზაზე მიზანმიმართულად გადავიდა, რადგან არ ეთანხმება კანონის გამკაცრებას.

პირველად ვარ სასამართლო სხდომათა დარბაზში ამ ვითარებაში. განყოფილებაში კი არ ვარ ნამყოფი არ ვარ კანონდამრღვევი ადამიანი ზოგადად. 300 დღეზე მეტია, ვდგავარ უწყვეტ აქციაზე და პირბადეც კი არ მკეთებია არასდროს, მიუხედავად იმისა, რომ არ ვაღიარებ არალეგიტიმური პარლამენტის კანონებს

მიზანმიმართულად გადავედი და გადავკვეთე გზა 20 ოქტომბერს გზა.მიზანმიმართულად დაარღვიეს ეს კანონი, იმიტომ რომ ეს კანონი ფაშისტური გერმანიაში ბელორუსიაში მიღებული კანონის იდენტურია. მე პროტესტი მაქვს იმ სასჯელზე, რაც შემოიღეს და ამიტომ ვდგავარ იქ და ვაპროტესტებ. არ ვეგუები მათ მიერ მიღებულ კანონს. მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ კანონდამრღვევი.

მეუღლის დაბადების დღეა დღეს და თუ არის შესაძლებელი ხვალ ან 2 დღის შემდეგ რომ მიმისაჯოთ. აქციაზე მე ისევ გავალ ვერ შევეგუები ამ სადამსჯელო კანონებს. რა მნიშვნელობა აქვს რამდენი ადამიანი გადაკეტავს გზას. აქვთ პროტესტის უფლება ადამიანებს. არავინ იქ არაფერს აშავებს.

სხვადახვა სპეციალობის ადამიანი დგას იქ ყოველდღიურად. არავინ არავის არ უქმნის იქ პრობლემას. არ ვკეტავთ ქუჩებს, გარშემო ყველა ქუჩა თავისუფალია და ავტომობილებს აქვთ შესაძლებლობა 30 მეტრით მეტი მანძილის შემდეგ გაიარონ. დიდი სიამოვნებით დადგებოდა ხალხი ტროტუარზე ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხვრობდეთ, მაგრამ ჩვენი ადამიანების პროტესტის ხმა არ მიდის იქ, სადაც საჭიროა და არ ესმით ამიტომ ვართ იძულებულები, რომ გადავკეტოთ გზა. სიგიჟეა რასაც ვუყურებთ. სიგიჟეა, როდესაც მწერალს დავით ლომოურს ვუყურებთ, როგორ დადის მისი სკამით პროტესტზე ადამიანს სიარული უჭირს"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები