9 მლნ-ის მოპარვის საქმე - მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ შეფს 300 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

29.10.25 17:55
9 მლნ-ის მოპარვის საქმე - მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ შეფს 300 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს დავით ტაბიძეს, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ 300 ათასი ლარიანი გირაო შეუფარდა. 

ექს მაღალჩინოსანს თანხის გადასახდელად 30 დღე მისცეს. ასევე აეკრძალა საზღვრის კვეთადა პირადობის მოწმობა და პასპორტი ჩამოერთვა. 

დღევანდელი სასამართლო პროცესის დაწყებამდე გაირკვა, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების თხოვნით.

"პირველების" ინფორმაციით, მაღალინოსანმა  ჩვენება გამოძიებას გუშინ ღამით მისცა. ახლა მთავარი კითხვაა- ვის დაადო ხელი  ხალხის მილიონების მმართველმა. 

„როგორც სასამართლოდან გვაცნობეს, ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების თაობაზე. რაც შეეხება გირაოს ოდენობას, ჩვენი მოსაზრებით, არის არაადეკვატურად დიდი და ამაზე დასაბუთებული მსჯელობა გვექნება სასამართლო პროცესზე. როგორც ჩემთვის ცნობილია, ითხოვენ 300 000 ლარის შეფარდებას გირაოს სახით,“ – განაცხადა ტაბიძის ადვოკატმა „პირველებთან“.

 

მსგავსი სიახლეები