ნინო დათაშვილი თავისუფალია - პედაგოგმა ციხე მძიმე მდგომარეობით დატოვა

29.10.25 20:39
ნინო დათაშვილი თავისუფალია - პედაგოგმა ციხე მძიმე მდგომარეობით დატოვა

4 თვიანი პატიმრობის შემდეგ, ნინო დათაშვილმა ქალთა ციხე ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით დატოვა.  დაპატიმრებული მასწავლებელი პენიტენციური დაწესებულებიდან ეტლით არ გამოიყვანეს, იმის სადემონსტრაციოდ, რომ დათაშვილის დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია. პლედმოხვეული და ციხის რამდენიმე თანამშრომლის თანხლებით გამოუშვეს. 

ნინო დათაშვილის ციხიდან გამოსვალას თანამებრძოლები რუსთავის მე-5 დაწესებულებასთან ელოდნენ.  ყველასთვის შოკის მომგვლელი იყო ის კადრები, რომელიც  ნახეს. ახსოვთ, რომ ციხეში ნინო მასწავლებელი საკუთარი ფეხით შევიდა, თუმცა 4 თვის თავზე მხოლოდ მაშინ გამოუშვეს, როცა ფატალური შედეგის რისკი დადგა. 

ხალხის ერთობისა და საზოგადოების წნეხის შემდეგ პროკურატურა დღეს იძულებული გახდა, დათაშვილისთვის შეფარდებული პატიმრობის შეცვლის მოთხვნით სასამართლოსთვის მიემართა. არადა მთავარ საგამოძიებო უწყებას ჯერ კიდევ 4 თვის წინ ჰქონდა ინფორმაცია, რომ დათაშვილის ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. თუმცა  დღევანდელ დღემდე პროკურორი ცირამუა ირწმუნებოდა,  რომ დაპატიმრებულ მასწავლებელს კარგად უვლიდნენ.

ნინო დათაშვილი თავისუფალია- ნანუკა ქაჯაია დეტალებით

მსგავსი სიახლეები