"თუ არ გეშინია, არც ოპონენტების აკრძალვის სურვილი გაქვს" - ბრიუსელის პასუხი "ოცნებას"
"თუ არ გეშინია, არც ოპონენტების აკრძალვის სურვილი გაქვს" - ასე პასუხობს ევროკავშირი ივანიშვილის გუნდს, რომელიც ოპოზიციის ასაკრძალად ემზადება. სამი მთავარი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ დაწყებულ პროცედურებს, ცოტა ხნის წინ, ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი გამოეხმაურა.
ბრიუსელში ფიქრობენ, რომ ის, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს საქართველოს ევროკავშირს აშორებს.
4 ოპოზიციური პარტიიდან 3 აკრძალვის საფრთხის წინაშეა, ამიტომ მიგვაჩნია, რომ თუ ნამდვილად ასეთი ძლიერი ხარ საკუთარ ლეგიტიმაციასა და დემოკრატიულ ძალისხმევაში, საფრთხესაც არ გრძნობ, არც ოპონენტების აკრძალვის სურვილი გაქვს და არც დიალოგის მოკვლის. ასე, რომ ეს არის "ქართული ოცნების" მორიგი ნაბიჯი, რომელიც აშორებს ქვეყანას დემოკრატიას და ევროკავშირისკენ მიმავალ გზას," - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ოპოზიციური პარტიები, რომლებიც „ქართული ოცნების“ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, ახლა აკრძალვის საფრთხის წინაშე დგანან. რამდენიმეთვიანი მუქარების შემდეგ ივანიშვილის პარტიამ საბოლოოდ გადადგა ნაბიჯი და სამი მსხვილი პოლიტიკური ძალა ამოარჩია, რომელთა წინააღმდეგაც საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა.
"ქართული ოცნების" სარჩელით, აკრძალულთა სიაში მოხვდნენ:
- "ნაციონალური მოძრაობა"
- კოალიცია "ცვლილებისთვის"
- "ლელო - ძლიერი საქართველო"