მიწა არაბული დასახლებისთვის - მრავალმილიარდიანი ინვესტიცია თუ საფრთხე ქვეყნისთვის?

29.10.25 20:47
მიწა არაბული დასახლებისთვის - მრავალმილიარდიანი ინვესტიცია თუ საფრთხე ქვეყნისთვის?

გასაჯაროვდება თუ არა ხელშეკრულება, რომელიც ივანიშვილს გუნდს არაბულ კომპანიასთან აქვს?! -  ჯერი "ქართულ ოცნებაზეა". "ლელო -ძლიერი საქართველო" ითხოვს, საჯარო გახდეს, თუ რა პირობებით გადადის თბილისსა და გონიოში 800 ჰექტარზე მეტი არაბების ხელში, რადგან ხედავს რისკს, რომ მასშტაბური პროექტი ქვეყნისთვის დიდ თავისტკივილად იქცეს. ამ დრომდე უცნობია, ხელშეკრულებაში რა გაწერეს და რეალურად, შემოაქვს თუ არა არაბულ კომპანიას მლრდ ობით დოლარი.

თბილისში, დიდი ზარ-ზეიმით კომპანიის ოფისის გახსნისას, არაბული კომპანიის ხელმძღვანელმა გეგმები გაამხილა. მათ შორის ისიც, რომ 60 პროცენტი მათ მიერ აშენებულ კომპლექსში საერთაშორისო მყიდველებზეა გათვლილი, რომ ემირატებიდან ჩამოსულები აქ  ქონების ყიდვას და ცხოვრებას აპირებენ.

თბილისში, კრწანისის ტყეპარკში და გონიოში ზღვის პირას ასაშენებელ მინი ქალაქებზე ვიცით მხოლოდ რამდენიმე ფაქტი; შეიქმენა ქართულ-არაბული კომპანია, რომელშიც საქართველომ მიწები უნდა ჩადოს, მშენებლობის ნებართვები და ა.შ მოაგვაროს. მხოლოდ ეს მიწები , 600 ჰექტარი კრწანისში , 250 კი გონიოში მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულებისაა. სანაცვლოდ ქვეყანა არ იღებს საკონტროლო პაკეტს, არამედ წილის მხოლოდ მესამედს. სამაგიეროდ არაბული მხარე იგივე წილს მხოლოდ არქიტექტურული პროექტის წყალობით მიიღებს.

თუ გავითვალისწინებთ, რა ტერიტორია გადადის არაბული კომპანიის ხელში, თბილისში ფაქტობრივად მცხეთის სიდიდის ქალაქი უნდა აშენდეს, გონიოში კი სიღნაღის სიდიდის. კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მასშტაბურმა მშენებლობა კი ეკოლოგიურ მდგომარეობას და მტკვრის ჭალებს დიდი საფრთხის წინაშე დააყენებს.

ქართული მიწა არაბული დასახლებისთვის - ლიკა ჯანაყარაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები