სასჯელი არქიმანდრიტს - რა წერია საპატრიარქოს ოფიციალურ დოკუმენტში და რა პასუხი აქვს სასულიერო პირს

29.10.25 20:16
სასჯელი არქიმანდრიტს - რა წერია საპატრიარქოს ოფიციალურ დოკუმენტში და რა პასუხი აქვს სასულიერო პირს

"ვწუხვარ, რომ ჩემს გამო პატრიარქი შეაწუხეს"-  ასე შეხვდა არქიმანდრიტი დოროთე საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ის, ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან გადააყენა. 

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი- უკანონო გადწყვეტილების მიღებაში, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს ანდრია ჯაღამაიძეს ადებს ხელს, მისი მტკიცებით, მამა ანდრიას სურდა, რომ საერთოდ საეკლესიო მსახურებიდან აღეკვეთათ. 

კომისიამ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არქიმანდრიტს არც მოუსმინა. საპატრიარქოში ჩანიშნული  სპეციალური კომისია დღესაც დახურულ კარს მიღმა გაიმართა.  ანდრია ჯაღმაიძემ საპროტესტო აქციების და სინდის პატიმრებს დიდ გულშემატკივარ დოროთე ყურაშვილს ზნეობის კომისიაზე თავისუფალი მედის დასწრებაზე უარი შემოუთვალა.

საეპარქიო კომისიის სხოდომა, სადაც მამა დოროთეს საკითხი განიხილეს,  4 სასულიერო პირისგან შედგებოდა: მოსაყდრე შიო, ქორეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე, ანდრია ჯაღმაიძე, პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტოკოველი. სასულიერო პირები, რომლებიც, მამა დოროთესთან  ერთად რამდენიმე თვეა, ქართველი ხალხის გვერდით დგანან ამბობენ, რომ ვერდიქტი მღვდლის წინააღდეგ პრორუსულმა ფრთამ გამოიტანა. 

​სასჯელი სიმართლის ქადაგებისთვის - ირაკლი ბახტაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები