პარტიების აკრძალვის გეგმა - რისთვის ემზადება "ქართული ოცნება"

29.10.25 20:25
პარტიების აკრძალვის გეგმა  - რისთვის ემზადება "ქართული ოცნება"

საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადი შესაძლოა გადაიხედოს. ირაკლი ზარქუა ივანიშვილის პარტიის ერთადერთი დეპუტატია, ვინც ეს შესაძლებლობა სამომავლოდ არ გამორიცხა. "ოცნების" დეპუტატს ვახსენებთ, რომ ევროინტეგრაცია ხალხის არჩევანია და შესაბამისი მუხლი ქვეყნის მთავარ კანონშიც სწორედ ამიტომ ჩაიწერა. 

კონსტიტუციის 78-ე მუხლი სახელმწიფოს სტრუქტურებს ავალდებულებს გააკეთონ ყველაფერი და მიმართონ ყველა ზომას ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად. ამ მუხლის გაუქმება სახელისუფლებო პარტიას ახლა არ შეუძლია, რადგან საკმარისი ხმა პარლამეტში არ აქვს. თუ საგარეო კურსის კონსტიტუციის დონეზე შეცვლა უნდა, ამისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მოიპოვოს და პარლამენტში 115 დეპუტატი შეიყვანოს. ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ პარტიების გაუქმების მთავარი მიზანიც ესაა. აკრძალული ოპოზიციის ფონზე ჩაინიშნოს ახალი არჩევნები და ასე გამარტივდეს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება.

კითხვები ახალ არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების აკრძალვის გეგმამ გააჩინა. და უფრო მეტად იმ მიზეზებმა, რაც ამ გადაწყვეტილების საფუძვლად დასახელდა. ოპოზიციას გაუქმებას იმის გამო უპირებენ, რომ მათგან ოცნებამ ლეგიტიმაცია ვერ მოიპოვა. ივანიშვილის პარტიაში  გვეუბნებიან, რომ ამით პოლიტიკის გაჯანსაღება და ახალი პარტიების გაჩენა უნდათ.

პარტიების აკრძალვის გეგმა - რუსუდან დუმბაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები