შიში! - რა ამოიკითხეს დასავლეთში პარტიების აკრძალვის უკან
ევროკომისიია ბიძინა ივანიშვილის მიერ სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის გეგმას კრიტიკით პასუხობს. რეს -სპიკერი პრაქტიკულად ამბობს, რომ ლეგიტიმაციის ძიებაში მყოფ "ქართულ ოცნებას" იმ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სურვილი აქვს, ვისგანაც საფრთხეს გრძნობენ.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა დღეს "ქართული ოცნების" ავტოკრატიულ მმართველობაზე საუბრით გაიხსნა. დარბაზში, სადაც "ოცნების" დელეგაცია არ იჯდა, ევროპარლამენტარებმა ღიად თქვეს, რომ ის, რასაც ივანიშვილის გუნდი აკეთებს, არადემოკრატიულია და ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა მყარდება.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა კობახიძის გუნდს მოუწოდა, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტოს დევნა სამოქალაქო საზოგადოებაზე და გააუქმონ რეპრესიული კანონები. "დემოკრატიული უკუსვლა" - ეს არის ერთადერთი სიტყვა, რომელსაც პარტნიორები "ქართული ოცნების" მმართველობის აღსაწერად იყენებდნენ.