"ღირსების შემლახავი პირობები პატიმრებისთვის" - სისტემას სინდისის პატიმარი ამხელს
წერილში, როემელიც სინდის პატიმარმა "ტვ პირველს" გამოუგზავნა, არჩილ მუსელიანცი გაუსაძლის პირობებზე საუბრობს. ანტისანიტარია, უვარგისი საკვები და მათი პირადი წერილების გახსნა პრობლემების მხოლოდ ერთი ნაწილია. არჩილ მუსელიანცი წერს, რომ გლდანის ციხეში საკვებში, რომელიც საკნებში შეაქვთ ჭიანია.
რა ხდება გლდანის ციხეში თუ პატიმარს ექიმი სჭირდება? - ექიმი არ არის - ასეთია მდგომარეობა, რომლის პირისპირაც პატიმრები ხვდებიან. სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა იქამდე მივიდა, რომ წნევის გაზომვაც შეუძლებელი ხდება.
ისევ პრობლემურია პატიმრების გადანაწილება საკნებში - შესახლების პროცესი. მაგალითად, მუსელიანცის საკანში შეიყვანეს პირი, ვისაც ფსიქიატრიული პრობლემები ჰქონდა და მედიკამენტურ მკურნალობაზე იმყოფებოდა - რამდენიმე დღის წინ სხვა საკანში გადაიყვანეს, თუმცა მისთვის განკუთვნილი მედიკამენტები ისევ მუსელიანცის საკანში მიაქვთ.