ზარქუა არ გამორიცხავს, რომ კონსტიტუციაში ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი გადაიხედოს

29.10.25 20:37
ზარქუა არ გამორიცხავს, რომ კონსტიტუციაში ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი გადაიხედოს

 

 

"ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ზარქუა არ გამორიცხავს, რომ კონსტიტუციაში ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი გადაიხედოს. 

მისი თქმით, ნებისმიერი თემა შეიძლება სამსჯელო გახდეს იმიტომ, რომ მსოფლიო იცვლება - "როცა დადგება ამის საკითხი, თუ გახდა ეს სამსჯელო, ვიმსჯელებთ". 

ჩვენ დავიცავთ საქართველოს ინტერესებს, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვიწერია, რომ ეს არის ევროატლანტიკურ სივრცეში მისწრაფებები, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, როცა დადგება ამის საკითხი, თუ გახდა ეს სამსჯელო, ვიმსჯელებთ. მე მგონია, რომ მაინც ევროპული ორბიტა ჩვენთვის...

აქამდე არ ყოფილა [სამსჯელო ეს საკითხი] და მომავალში რა იქნება გეტყვით, თუ რამეა. კი [ირაკლი კობახიძემ ჩაწერა ეს მუხლი კონსტიტუციაში]. 

ნებისმიერი თემა შეიძლება სამსჯელო გახდეს იმიტომ, რომ იცვლება მსოფლიო, ხდება ახალი გადანაწილება. "ნაცმოძრაობაც" ფიქრობდა, რომ აქ როცა ტირანია იყო და უბედურება, დემოკრატიის შუქურა იყო, ეს თქვა ქალბატონმა რაისა კომუნისტკა, რომ აქ დემოკრატიის შუქურა იყოო სააკაშვილის დროსო და ახლა ქვეყანა რას დაემსგავსაო, მაშინ, როდესაც ევროკომისია, ევროკავშირი, საერთაშორისო ორგანიზაციები აღიარებენ, რომ ბიუჯეტის თვალსაზრისით პირველ ადგილას არის გამჭვირვალობით, ადამიანის უფლებებით და კანონის უზენაესობით, ესაა რეალობა და მიიღეთ ეს რეალობა," - თქვა ზარქუამ. 

მსგავსი სიახლეები