"დღეს საქართველო ცივილიზებულ სამყაროში მოიაზრება რუსეთის მხარედ" - ქადაგიძე

29.10.25 22:23
"დღეს საქართველო ცივილიზებულ სამყაროში მოიაზრება რუსეთის მხარედ" - ქადაგიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცახდებით, დღეს, საქართველო ცივილიზებულ სამყაროში რუსეთის მხარედ მოიაზრება. 

მისი თქმით, რუსეთსა და დასავლეთ შორის დაპირისპირებაში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა, რაც სანქცირებული ტვირთის საქართველოში გატარებით, 10 ათასობით რუსული ანგარიშის ქართულ ბანკებში გახსნით და რუსული ტანკერის მიღებით გამოიხატება. 

გიორგი ქადაგიძის თქმით, რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც უშუალოდ ჩართულია ამ პროცესში, ქვეყნის გაყიდვით მდიდრდება. 

ივანიშვილმა დაიჭირა დასავლეთსა და რუსეთს შორის კონფლიქტში და კონკრეტულად რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტში მხარე. დღეს, საქართველო ცივილიზებულ სამყაროში მოიაზრება რუსეთის მხარედ. საქართველო არ არის ჩართული და ჯერ კიდევ ვერ ბედავენ, თუმცა უკვე არის რაღაც განცხადებები გაწვევასთან დაკავშირებით, ჯერ ამას ვერ გვიბედავენ, რომ ცხელ წერტილში გაგზავნონ ჩვენი ჯარი და ა.შ., მაგრამ ლოჯისტიკურად იმიტომ, რომ ომი არის ლოჯისტიკა პირველ რიგში, ომი არის მომარაგება, ომის მანქანის მომარაგების თვალსაზრისით, ივანიშვილმა აირჩია მხარე და ეს არის რუსეთის მხარე, ეს არის რეალობა, რომელიც ჩვენ უნდა აღვიქვათ. 

ეს გამოიხატება იმაში, რომ საქართველოს მეშვეობით რუსეთში გადის სანქცირებული ტვირთი, ეს გამოიხატება იმაში, რომ 10 ათასობით რუსული ანგარიში გაიხსნა ქართულ ბანკებში და ქართული ბანკები ეკონომიკის რუსიფიკაციას აკეთებენ მთლიანად, გამოიხატება იმაში, რომ ფაქტობრივად ყულევის ნავთობტერმინალი შენდება, რომელმაც ასევე უკვე მიიღო რუსული ტანკერი და რამდენიც უნდა იძახონ სანქცირებული არ არის და ა.შ., სინამდვილეში, დასავლეთისთვის ეს არის ლოჯისტიკურ მხარეს საქართველომ დაიჭირა რუსეთის მხარე.

ვინ მდიდრდება ამაზე და საიდან მოდის ეს ეკონომიკური რიცხვები, რითაც ესენი ტრაბახობენ - ეს არის რამდენიმე ასეული ოჯახი, რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც უშუალოდ ჩართულია ამ პროცესში და ისინი მდიდრდებიან ფაქტობრივად ქვეყნის მომავლის გაყიდვით, ამ ქვეყნის ძარცვით," - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. 

მსგავსი სიახლეები