საკრებულოების პირველი სხდომები დღეს გაიმართება
თბილისის საკრებულოში მერვე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება. პირველ სხდომას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი გახსნის.
დღესვე აირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს, მოადგილეებს, ფრაქციისა და კომისიის თავმჯდომარეებს.
- თბილისის საკრებულოში მანდატები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 20 მანდატი; „ძლიერი საქართველო - ლელო“ - 2, „გირჩი“ - 2, „კონსერვატორები საქართველოსთვის“ - 1 მანდატი.
საკრებულოების პირველი სხდომები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 11:00 საათზეა მოწვეული.