“ძლიერი საქართველო - ლელო": მოვითხოვთ კორუფციის ფაქტების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიების შექმნას

30.10.25 11:16
 “ძლიერი საქართველო - ლელო": მოვითხოვთ კორუფციის ფაქტების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიების შექმნას

დღეს, საქართველოს 57 საკრებულოში, “ძლიერი საქართველო - ლელოს” ადგილობრივი ლიდერები, კორუფციის ფაქტების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიების შექმნას ერთდროულად მოითხოვენ. 

პარტიის წარმომადგენელთა თქმით, "ქართული ოცნება” კორუფციასთან მოჩვენებით ბრძოლას აგრძელებს.  მათი მიზანი კი კორუფციის რეალურად გამოვლენა, მხილება და დამარცხება. 

სწორედ ამიტომ, დღეს, საქართველოს 57 საკრებულოში, “ძლიერი საქართველო - ლელოს” ადგილობრივი ლიდერები, ერთდროულად მოითხოვენ დროებითი სამუშაო ჯგუფების ანუ საგამოძიებო კომისიების შექმნას, რომელიც შეისწავლის კორუფციის ფაქტებს თითოეულ მუნიციპალიტეტში, რადგან ეს არის, ადგილზე ქალაქების და სოფლების დონეზე კორუფციასთან ბრძოლის ერთადერთი სწორი საშუალება! 

 „ძლიერი საქართველო-ლელოს“  პოზიციაა, რომ  ბიუჯეტის ყველა ქურდმა პასუხი უნდა აგოს! 

„ყოველი მოპარული თეთრი არის მოქალაქებიისთვის წართმეული უკეთესი ჯანდაცვა, განათლება, უსაფრთხოება და გამართული ინფრასტრუქტურა. სწორედ ამიტომ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პირველივე დღიდან ამ ტემით ვიწყებთ “ოცნების “წინააღმდეგ ბრძოლსა. შემდეგ კი ყველა მანკიერ მხარეს დავუპირისპირდებით და ვამხელთ, რომელიც “ოცნებას” აქვს…
ქალაქებსა და სოფლებში - საკრებულოებში ჩვენი წარმომადგენლები იქნებიან ხალხის ინტერესების დამცველები და მოსახლეობის საჭიროებების გამხმოვანებლები.

„ქართული ოცნება“ არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული ხელისუფლება, რომელიც მოქალაქეებს ყველა დონეზე ძარცვავს, ამ სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მუნიციპალიტეტებში გამეფებული კორუფციაა.

სწორედ ამიტომ, დღეს, საქართველოს 57 საკრებულოში მოვითხოვთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც შეისწავლის ბოლო 8 წლის განმავლობაში, ადგილობრივი ჩინოვნიკების ჩადენილი კორუფციული დანაშაულების ფაქტებს”- აცხადებენ კოალიციაში „ძლიერი საქართველო-ლელო“.

თბილისის საკრებულოში მერვე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა იმართება. პირველ სხდომას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი გახსნის.

დღესვე აირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს, მოადგილეებს, ფრაქციისა და კომისიის თავმჯდომარეებს.

თბილისის საკრებულოში მანდატები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 20 მანდატი; „ძლიერი საქართველო - ლელო“ - 2, „გირჩი“ - 2, „კონსერვატორები საქართველოსთვის“ - 1 მანდატი.