ნათია ლეთოდიანმა იზოლატორი დატოვა

30.10.25 11:20
ნათია ლეთოდიანმა იზოლატორი დატოვა

 

 

ნათია ლეთოდიანი თავისუფალია -  ქალმა აქტივისტმა რუსთავის იზოლატორი  ცოტა ხნის წინ დატოვა. პარტია "დროას" წევრი,  რუსთაველის გამზირზე დგომის გამო დააკავეს, გამოაცხადეს სამართალ დამრღვევად და გაუშვეს რამდენიმე დღიან პატიმრობაშიც, თუმცა თავისუფლებაზე გამოსული ლეთოდიანი ამბობს, რომ მისთვის არაფერი შეიცვლება, ისევ გავა ქუჩაში და ამ ფორმით გააპროტესტებს "ქართული ოცნების" ანტი დასავლურ პოლიტიკას.

ნათია ლეთოდიანს იზოლატორთან მისი მეგობრები და თანამებრძოლები დახვდნენ.

მიხარია, რომ ჩემს თანამებრძოლებს დავუბრუნდი, სწორედ იმიტომ რომ რუსთაველზე ერთით მეტი ადამიანი ჰყავდეს დღეიდან. მე ე.წ. სასამართლო პროცესზეც განვაცხადე, ბატონ მანუჩარ ცაცუას განვუცხადე, რომ არ ვაღიოარებ არანაირ დანაშაულს და არ ვთვლი ამას დანაშაულად და პირიქით - ხვალაც, ზეგაც იგივეს გავაკეთებ. დღეს ბრძოლის მთავარი ველი არის ქუჩაში - რუსტაველზე და პროტესტი არის ჩვენი ბრძოლის მთავარი იარაღი. 

ბატონ ცაცუას მადლობა იმისთვის, რომ გამოძინების, დასვენების და წიგნების წაკითხვის საშუალება მომცა"- თქვა ლეთოდიანმა. 

პარტია "დროას" წევრ ნათია ლეთოდიანს სასამართლომ 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მანუჩარ ცაცუამ მიიღო.