პროდასავლური აქციების ყოფილი მონაწილე, "ოცნებაში" პორტირებული ლუკა ძაძამია საკრებულოს წევრი გახდა

30.10.25 11:41
პროდასავლური აქციების ყოფილი მონაწილე, "ოცნებაში" პორტირებული ლუკა ძაძამია საკრებულოს წევრი გახდა

 

 

21 წლის ლუკა ძაძამია, რომელიც მერვე მოწვევის საკრებულოში "ქართული ოცნების" პროპორციული სიით მოხვდა, ხსნის, რატომ გახდა მისთვის ივანიშვილის გუნდის პოლიტიკა მისაღები. 

  • დეკემბერში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას "ტვ პირველთან" კომენტარში ლუკა ძაძამია ამბობდა, რომ გრძნობს იმ ტკივილს, რომელსაც მისი მშობლების თაობა წლების განმავლობაში განიცდიდა რუსთაველზე დგომისას.

დღეს ძაძამიამ პოზიცია შეიცვალა და "ტვ პირველს" ეუბნება, რომ "პოლიტიკა დინამიური პროცესია": 

ყოველთვის ვოცნებობდი ქვეყნის სამსახურში ყოფნაზე და ჩემი სამშობლოსთვის კეთილდღეობის მოტანაზე ... "ქართული ოცნების" გუნდი 2012 წლიდან მოყოლებული, მაქსიმალურად ახორციელებს ყველა საშუალებას და გზას, რომ ქვეყანას მოუტანოს მშვიდობა და კეთილდღეობა. 

პოლიტიკა არ არის სტატისტიკური მონაცემები, ეს არის დინამიკა, რომელსაც მუდმივი ცვლელებებია - თქვა ლუკა ძაძამიამ. 

მისივე მტკიცებით,  პროევროპულ აქციას მას შემდეგ დაუპირისპირედა, რაც მან "რადიკალური მიზნები გამოაშკარავდა. 

ცნობისთვის, "შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ აქტივისტობამდე "ოცნების" წევრობამდე გზად, 21 წლის ლუკა ძაძამიას სახელზე "პორშე კაიენი" გაჩნდა.

ლუკა ძაძამიას მამა ზაზა ძაძამია ბიზნემსენია. ის არის შპს თბილისი პროდაშენს-ის მფლობელი და ინტელკომ ჯგუფის მეწილე. გავრცელებული ინფორმაციით საკრებულოს წევრად წარდგენამდე ძაძამია დედაქალაქის მერმა, ოჯახის წევრებთან ერთად დაიბარა გასაუბრებაზე.

მსგავსი სიახლეები