თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, ხოლო ბათუმის ივანე მაისურაძე იქნება
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, ხოლო ბათუმის ივანე მაისურაძე იქნება.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს. მის კანდიდატურას მერვე მოწვევის საკრებულოს უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე დაუჭირა მხარი.
აბაშიძე თბილისის მუნიციპალიტეტის წინა, მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც გიორგი ტყემალაძემ თბილისის ვიცე-მერის პოსტი დაიკავა, ის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
რაც შეეხება ბათუმის საკრებულოს - თავმჯდომარე ივანე მაისურაძე გახდა. დეპუტატებმა მაისურაძე ფარული კენჭისყრის შედეგად აირჩიეს.
მაისურაძეს მხარი საკრებულოს 22 წევრმა დაუჭირა, ხოლო ორმა თავი შეიკავა.
საკრებულოების პირველი სხდომები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 11:00 საათზე დაიწყო.