პირი, რომელმაც მოსწავლეებს საფრთხე შეუქმნა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია გადაყვანილი

30.10.25 12:55
პირი, რომელმაც მოსწავლეებს საფრთხე შეუქმნა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია გადაყვანილი

გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც გუშინ, თბილისში ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მე-10 საჯარო სკოლასთან საპროტესტო აქციის მსვლელობისას, ავტომობილით რამდენჯერმე სახიფათო მანევრი შეასრულა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია გადაყვანილი. 

არსებული ინფორმაციით, ის კლინიკაში მკურნალობას გაივლის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ამბობს, დააკავეს თუ არა მძღოლი რომელიც სკოლის მოსწავლეებს მანქანის შეჯახების საფრთხეს უქმნიდა, საბოლოდ კი პოლიციის მაღალჩინოსანს, ლაშა სალუქვაძეს დაეჯახა.

სიტუაცია დადიანის ქუჩაზე გუშინ ღამე დაიძაბა, მას შემდეგ რაც სკოლის მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად გზა გადაკეტეს და სკოლის აშენებას ითხოვდნენ.

ვიდეო  მასალაში ჩანს, რომ შავი ავტომობილი აქციის მონაწილეებთან,  სწორედ იწყებს სახიფათო  მანევრების შესრულებას, ხალხის  პანიკაში  ჩაგდებას ცდილობს და მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

ირკვევა, რომ დაზიანდა ადგილზე მდგარი ერთ-ერთი მშობლის ავტომობილიც.

მსგავსი სიახლეები