ოთარ ჩრდილელის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც მისი შვილი მისივე პარტიამ დააკავა

30.10.25 13:26
ოთარ ჩრდილელის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც მისი შვილი მისივე პარტიამ დააკავა

 

 

ოთარ ჩრდილელის პირველი გამოჩენა და პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც მისი შვილი, ანუკი ჩრდილელი მისივე პარტიამ დააკავა - საკრებულოში "ოცნების" მანდატით შესულმა პოლიტიკოსმა დღეს კითხვებს არ უპასუხა და შეურაცხყოფაზე გადავიდა. 

"ოცნების" წარმომადგენელმა ვერ თქვა, რას ფიქრობს იმ დაჭერებზე, რასაც "ოცნება" მისი შვილის თანატოლების და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ ყოველდღიურად მიმართავს.

დამშვიდდით, თქვენ თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე იზრუნეთ - უთხრა თბილისის საკრებულოში მყოფმა ჩრდილელმა "პირველების" ჟურნალისტს.

ამ წუთში მე თქვენ არ გაძლევთ ინტერვიუს. დამშვიდდით, თქვენ ჩემი შვილთან ურთიერთობაზე და მის ჯანმრთელობაზე ნუ წუხხარრთ. თქვენ თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე იზრუნეთ. ძალიან კარგი შთაბეჭდილება მრჩება (ქუჩაში რაც ხდება) დამშვიდდით. 

ჩრდილელს ასევე ჟურნალისტებმა ჰკითხეს "ოცნების" სარჩელზე, რომელიც პარტიების აკრძალვას ეხება. 

"ქართული ოცნება" არაფერს არ აუქმებს, ყველა აუქმებს მის თავს", - განაცხადა ჩრდილელმა. 

მსგავსი სიახლეები