"ნაცების დროს პოლიციის უფროსი ვიყავი, მაგრამ სპეტაკი კაცი ვიყავი" - ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე
“ნციონალური მოძრაობის“ კადრები “ოცნების“ მაღალჩინოსნებად - ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს კაცი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის“ დროს პოლიციის უფროსი იყო.
ბესო ტაბიძეს არაერთი მოქალაქე ამხელს და ამბობს, რომ მისი პოლიციის მაღალჩინოსნობის დროს, ადამიანებს ნარკოტიკებს და იარაღს უდებდნენ.
თავად ტაბიძე ამ ინფრომაციას ტყუილს და ცილისწამებას უწოდებს და აცხადებს, რომ ის “სისპეტაკით ემსახურებოდა მოსახლეობას“.
"სტყუით ყველაფერს, მაშინ წასული ვიყავი [...] ნაციონალების დროს პოლიციის უფროსი ვიყავი, მაგრამ სპეტაკი კაცი ვიყავი. სტყუით ყველაფერს, დღეს რომ ოპოზიციას ჰქონდეს რამე, ამას იტყოდა. ვიყავი სპეტაკი კაცი, რომელიც ვიცავდი მოსახლეობას". - უთხრა ბესო ტაბიძემ TV პირველს.